გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ნაკელი

11:16, 23 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ნაკელი


სინონიმები: პატივი, ნეხვი

ორგანული სასუქია. დღეისათვის ორგანული სასუქებიდან ყველაზე ფართო გამოყენება აქვს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელს. სოფლის მეურნეობაში ნაკელის გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ნაკელი სრული სასუქია, მისი ეფექტი ყოველგვარ ნიადაგზე, თითქმის ყველა კულტურის ქვეშ იძლევა შესამჩნევ ეფექტს, მისი მოქმედება მჟავე კორდიან-ეწერ ნიადაგებზე ყველაზე ეფექტურია. ნაკელი მცენარისათვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს და ამასთან ერთად აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ასე, მაგალითად ნაკელის შეტანით მატულობს მსუბუქი და ქვიშნარი ნიადაგების ბმულობა, ხოლო მძიმე თიხნარი ნიადაგები შედარებით ფხვიერი ხდება. ნაკელი ხელს უწყობს ნიადაგის მიერ წყლის შეთვისებას, უმჯობესდება მისი თბური თვისებები და სტრუქტურა, უფრო ცხოველმყოფელი ხდება ნიადაგის მიკროორგანიზმები. ნაკელში აზოტი წარმოდგენილია ცილოვანი ნივთიერებებით და ამონიაკის სახით. ცილოვანი ნივთიერებები გვიან იშლება და ნაკელის მოქმედების ხანგრძლივობა (4-5 წელი) სწორედ ამაზეა დამოკიდებული. საზოგადოდ ნაკელში საკვები ნივთიერებების შემცველობა-მისი რაოდენობა ძირითადად დამოკიდებულია პირუტყვის სახეზე.