გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ნათელ-მირონობით დანათესავება

17:14, 22 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ნათელ-მირონობით დანათესავება'''</big> ---- ნათესაობის ერთ-ერთი...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ნათელ-მირონობით დანათესავება


ნათესაობის ერთ-ერთი ფორმა, სულიერი ნათესაობა. ნათლულისა და ნათლიის ოჯახების ურთიერთობა. ეთნოგრაფიული მასალით, საქართველოს ყველა კუთხეში ნათელ-მირონობით ნათესაობა სისხლით ნათესაობაზე წინაც კი იდგა. ნათელმირონობით დანათესავებულთა შორის საქორწინო აკრძალვები მხოლოდ აღმავალთა და შთამომავალთა ხაზს ეხებოდა და არა გვერდ განმავალთა.