გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აბაზი

აბაზი


ქართული ფულის ერთეული, ვერცხლის მონეტა. შემოიღო ირანში აბას I-მა (აქედან სახელწოდება). აბაზი სწრაფად გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ, საქართველოში. აბას I-ის დროინდელი აბაზის წონა 7,8 გ–ს უდრიდა (XVIII საუკუნის ბოლოს 3 გ-მდე შემცირდა). შეიცავდა 2 მაჰმუდს (უზალთუნს). აბაზის შუბლზე წარწერილი იყო შაჰის სახელი, ტიტულატურა, მოჭრის ადგილი და დრო, ზურგზე — რელიგიის ფორმულა. საქართველოში აბაზს ჭრიდნენ XVII საუკუნის I მეოთხედიდან XVIII საუკუნის მიწერულამდე. რევოლუციამდელ და საბჭოთა საქართველოში „აბაზი“ ზოგჯერ ოცი კაპიკის აღმნიშვნელ სიტყვად იხმარებოდა. დღესაც აბაზი, არცთუ იშვიათად, 20 თეთრის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარება.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=აბაზი&oldid=2006“-დან