გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აბილაური

აბილაური

ქართული საზამთრო ჯიშის ვაშლი. აქვს საშუალო ზომის მოყვითალო, ლოყაწითელი ნაყოფი, მობრტყო-მომრგვალო ფორმისა, ოდნავ წახნაგოვანი, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. აბილაური იმყნობა და კარგად ხარობს ძლიერ საძირეზე. უხვად მსხმოიარეა, ცოცხლობს 100 წლამდე, მეწლეა, სოკოვან დაავადებას ვერ უძლებს.