გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აბილაური

10:19, 9 ივნისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <center>აბილაური</center> ქართული საზამთრო ჯიშის ვა...)

აბილაური

ქართული საზამთრო ჯიშის ვაშლი. აქვს საშუალო ზომის მოყვითალო, ლოყაწითელი ნაყოფი, მობრტყო-მომრგვალო ფორმისა, ოდნავ წახნაგოვანი, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. აბილაური იმყნობა და კარგად ხარობს ძლიერ საძირეზე. უხვად მსხმოიარეა, ცოცხლობს 100 წლამდე, მეწლეა, სოკოვან დაავადებას ვერ უძლებს.