გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აბილაური

Abilauri.jpg

აბილაური


ქართული საზამთრო ჯიშის ვაშლი. აქვს საშუალო ზომის მოყვითალო, ლოყაწითელი ნაყოფი, მობრტყო-მომრგვალო ფორმისა, ოდნავ წახნაგოვანი, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. აბილაური იმყნობა და კარგად ხარობს ძლიერ საძირეზე. უხვად მსხმოიარეა, ცოცხლობს 100 წლამდე, მეწლეა, სოკოვან დაავადებას ვერ უძლებს.


წყარო:

  • ვ. ჭიპაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 28, თბ., 1975