გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აბრამიანი

08:50, 5 ივლისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

აბრამიანი


ბედისკვერები

აბრამიანი


ხონჩაზე გაწყობილი სააახალწლო მისალოცი (ღორის თავი, შაქარი, გოზინაყი, ჩირი, თაფლი, ჩურჩხელა, ბოღლიწო, აგრეთვე საახალწლო ბედისკვერები კრუხ-წიწილას, კომბლის, ძროხის ცურის, ხარის ქედის, ნამგლისა და სხვა ფორმისა). ახალი წლის გათენებისას ოჯახის უფროსი მამაკაცი აბრამიანით ხელში სახლს სამჯერ შემოუვლიდა, შემდეგ შიგ შევიდოდა და სამჯერ გაიმეორებდა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი — კვალი ანგელოზისა".

ოჯახის თითოეულ წევრს ღვინისა და თაფლში ამოვლებულ პურის ლეკმას — ბოღლიწოს — ჩამოურიგებდა და ეტყოდა, ასე ტკბილად დამიბერდიო. აბრამიანიდან დაკავშირებული საახალწლო რიტუალი სიუხვისა და დოვლათიანობის დასაბედებლად სრულდებოდა.


ლიტერატურა

  • ჯალაბაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 33, თბ., 1975 წელი.