გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აბული: განსხვავება გადახედვებს შორის

ხაზი 36: ხაზი 36:
 
             </tr>
 
             </tr>
 
<tr>
 
<tr>
             <td>გრძედი</td>
+
             <td>განედი</td>
 
             <td>41.399191° N</td>
 
             <td>41.399191° N</td>
 
             </tr>
 
             </tr>
 
<tr>
 
<tr>
             <td>განედი</td>
+
             <td>გრძედი</td>
 
             <td>43.610579° E</td>
 
             <td>43.610579° E</td>
 
             </tr>
 
             </tr>

05:05, 25 აპრილი 2020-ის ვერსია

სამეცნიერო ლიტერატურაში აბულის შესახებ პირველ ცნობას გვაწვდის ივ. როსტომაშვილი.[1] კომპლექსი მდებარეობს მთა პატარა აბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდზე. ის აშენებულია კარკნალზე, რაც მას ვიზუალურ გრანდიოზულობას მატებს, მისადგომად კი ძალზე რთულს ხდის.

ციხე-ქალაქი შედგება ციტადელისა და მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დასახლებისაგან, რომლის ვიწრო, ფილაქვით მოგებულ ქუჩებში დღესაც კი შეიძლება გავლა. აღსანიშნავია, რომ ციტადელს დამატებით შემოუყვება მასიური გალავანი, რომელსაც გარეთა მხრიდან მიშენებული აქვს სათავსოები, შიდა მხრიდან კი, ზოგ შემთხვევაში, სათავსოები თავდაცვით კედლშია გამართული. სათავსოები, ასევე, დადასტურებულია ციტადელის შიგნით, სადაც მათი კონსტრუქცია ორ და სამ სართულამდე არის შემორჩენილი. ხეობიდან კომპლექსამდე მიემართება კარკნალში გაკეთებული ბილიკი.[2] თავდაცვითი ზღუდე, თუ ტერასის გასამაგრებელი კედელი, დადასტურდა დასახლების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც. ციხე-ქალაქი გაშენებულია სამ ჰექტარზე, აქედან ციტადელს უკავია 0.5 ჰა-ზე მეტი ფართობი. მისი კედლები მასიური კონტრფორსებითაა გამაგრებული, კედლის შემორჩენილი სიმაღლე შვიდი მეტრია, სიგანე საძირკველთან ხუთ მეტრს აღწევს, ზევით კი 2.5 მ-ია. ციტადელს სამი შესასვლელი ჰქონია,[3] რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იყო ეზოში მოხვედრა.

აბული

რეგიონი ჯავახეთი
უახლოესი დასახლება აბული
აბსოლუტური სიმაღლე 2010 მ
მოიცავს 0.68 ჰა
კედლის სისქე
განედი 41.399191° N
გრძედი 43.610579° E
ტიპი გამაგრებული დასახლება

აბულის აეროფოტო

წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019

ლიტერატურა

  1. И. Ростомов, Ахалкалакскiй уѣздъ въ археологическомъ отношенiи (съ ключомъ къ чтенiю надписей древней Джавахетiи и картой), Сборникъ Матерiаловъ для Описанiя Мѣстностей и Племенъ Кавказа XXV, Изданiе Управленiя Кавказскаго Учебнаго Округа, Тифлисъ, 1898, გვ. 31-34
  2. G. Narimanishvili, N. Shanshashvili, M. Kvachadze, Trialeti. Cultural and Historical Heritage, Ancient Sources and Prospects of Research, Tbilisi, 2018, გვ. 383
  3. იქვე
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=აბული&oldid=8732“-დან