გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ავასირხვა

20:09, 10 სექტემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ავასირხვა

ავასირხვა


აფხაზური ვაზის ჯიში

სინონიმები: ავასარხვა, აოსირხვაჟ, აჟიშ, აუასირხვა, ავასირხვაჟიშ

მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იძლევა მაღალი ღირსების თეთრ სუფრის ღვინოს და ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძენს. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშნების მიხედვით უფრო ახლოს დგას აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან.

აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჯიშის გავრცელება ძველად და ამჟამად, აგრეთვე ჯიშის სახელწოდების ენობრივი ანალიზი იძლევა მკვიდრ საფუძველს იმისათვის, რომ იგი ადგილობრივი წარმოშობის ჯიშად მივიჩნიოთ. ჯიშის სახელწოდების ენობრივი ანალიზის მონაცემებზე დაყრდნობით სხვადასხვა ავტორი სხვადასხვაგვარად განმარტავს მისი სახელწოდების წარმოშობას. ასე მაგალითად, კ. მაჭავარიანი თვლის ავასირხვას ადგილობრივ ჯიშად და მისი წარმოშობის შესახებ შემდეგსა წერს: "არის ადგილი, ინალიფების კუთვნილი, რომელსაც ეწოდება 'ვასა'. აქედან ავასირხვაჟიში ნიშნავს ვაზს, რომელიც მოჰყავთ მთა 'ვასაზეო'". სულ სხვაგვარად ხსნის სიტყვა ავასირხვის წარმოშობას ადგილობრივი ეკონომისტი გ. ტარკილი. მისი განმარტებით სიტყვა "ავასა" ნიშნავს ცხვარს, ხოლო "ახუა" მთის მწვერვალს, ანუ ცხვრის საძოვარ ადგილს. როგორც ჩანს ავასირხვა წამოღებული უნდა იყოს ბარში მთის საძოვრებიდან, სადაც იგი, ალბათ, ველურად ხარობდა.

ავასირხვას ღვინო ძველთაგანვე ცნობილია თავისი მაღალი ღირსებით. ძველად ყურძნის დაგვიანებით მოკრეფის გამო თავისებური კოლხური ტიპის მოტკბო ღვინოები დგებოდა. ამ ღვინოების გემო და ქიმიური თვისებები უფრო აკმაყოფილებს ნატურალურად ნახევრად ტკბილი და ცქრიალა ღვინის კონდიციას. სოკოვან დაავადებათა მიმართ (ჭრაქი, ნაცარი) გამძლეობა კარგი აქვს. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში.


წყაროები