გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ალადასტური: განსხვავება გადახედვებს შორის

ხაზი 2: ხაზი 2:
 
<big>'''ალადასტური'''</big>
 
<big>'''ალადასტური'''</big>
 
----
 
----
ვაზის ჯიში. გვხვდება როგორც დაბლარი, ისე მაღლარი. უძლებს ჭარბტენიანობას.
+
ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია ქვემო იმერეთის და გურიის რაიონებში. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ალადასტურისგან დაყენებული ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდებით, კარგი სხეულითა და ჯიშური არომატით. ყურძნის გადამწიფებისას ალადასტურის პროდუქცია გამოიყენება მაღალხარისხიანი, ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად.
----
+
 
'''''წყარო'''''
+
ალადასტური, როგორც ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური თვისებებით კოლხეთის ვაზის კერის ტიპური წარმომადგენელია. ამის დამადასტურებელია ვაზის ძლიერი ზრდა და მაღალ ხეებზე ახოხების დიდი უნარი, ფოთლის დანაკვთულობა და შებუსვის ინტენსივობა, მარცვლის კანის სისქე და კონსისტენცია, ყურძნის გვიან დამწიფება და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა. ალადასტური ჩამოყალიბებულია კოლხეთის ეკოლოგიურ პირობებში და იგი გავრცელდა ძირითადად ზემო გურიისა და ქვემო იმერეთის ტერიტორიაზე. როგორც ისტორიულად, ისე ამჟამადაც იგი ფართო ნარგავების სახით მხოლოდ ამ მხარეშია წარმოდგენილი. ალადასტურის მცირეოდენი ნარგავები გვხვდება აგრეთვე შუა იმერეთსა და სამეგრელოს მთიან რაიონებშიაც.
* <small>ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი  მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.</small>
 
----
 
----
 
[[კატეგორია:ა]]
 
[[კატეგორია:ა]]

მიმდინარე ცვლილება 20:15, 8 სექტემბერი 2019 მდგომარეობით

ალადასტური