გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ალაო

09:26, 15 ივნისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <center><small>ლუდის ალაო</small></center> # ლუდის, არყისა და ბურ...)

ლუდის ალაო
  1. ლუდის, არყისა და ბურახის გამოსახდელად საგანგებოდ გაღვივებული და დაღერღილი მარცვლეული (ქერი, ხორბალი, შვრია);
  2. ნაწვიმარი ხორბლის პური. არ ცხვება ხეირიანად და უგემურია (, თუშეთი);
  3. სინესტისაგან გაფუჭებული ფქვილი;
  4. როდესაც ძროხას უჭირს ხბოს მომყოლის (ბუდის) დაბადება, ძროხას ასმევენ ალაოს, დამზადებულს ფერისცვალების დღეს მოკრეფილი და გამხმარი პიტნისაგან, რომელსაც პურთან ერთად წყალში ხსნიან.

წყარო

ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ალაო&oldid=511“-დან