გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ალექსანდროული

ალექსანდროული

ალექსანდროული


რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებული ყურძნის ჯიში (იგივე კაპისტონი, კაბისტონი). ამ სახელით აღინიშნებოდა ვაზის ეს ჯიში მე-19 ს-ში ვაზის კულტურის მკვლევრებთან. დღეისათვის ცნობილია, რომ ალექსანდროული იგივე ხვანჭკარაა. ალექსანდროულისაგან დგება ნახევრად ტკბილი, მოშავო-მოწითალო ღვინო. ფერი დამოკიდებულია ღვინის დაყენების ტვქნოლოგიაზე. რაჭაში გაშენებულია ტოლა-ხვანჭკარის მიდამოებში. მე-19 ს-ში ამ ტიპის ღვინოს ამზადებდა რაჭის მემამულე ყიფიანი და ცნობილი იყო ყიფიანის ღვინის სახელით. ევროპაში 1875 წელს გაიცნეს ხვანჭკარა, როდესაც ბელგიაში ღვინის გამოფენაზე "გრან პრი" და ოქროს მედალი დაიმსახურა. ლეჩხუმში ცნობილია ალექსანდროულის თეთრი ფერის ყურძენი და, შესაბამისად, ნახევრად ტკბილი, თეთრი ღვინო. ამჟამად გავრცელებულია მთლიანად დას. საქართველოს ტერიტორიაზე. სახელწოდება მიიღო იმერთა მეფის ალექსანდრეს პატივსაცემად. თუმცა არსებობს ვარაუდიც, რომ იგი ეგვიპტის ალექსანდრიიდან ჩამოიტანეს რომაელებმა. მისმა მორფოლოგიურმა შესწავლამ ცხადყო, რომ ალექსანდროული||ხვანჭკარა უძველესი, ადგილობრივი ჯიშია.