გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აოშვა

აოშვა


სინონიმი: ოშვა

  • დახნული მიწის მეორეჯერ მსუბუქად გადახვნა, გაფხვიერება. მოხვნა ხდებოდა ივლისის თვეში, თესვის წინ. ქართლში აოშვა ხდებოდა ჩუთით (მსუბუქი სახვნელით). აოშვის ოთხი წესია ცნობილი:
  1. გასწვრივი;
  2. გარდიგარდმო;
  3. ჯვარედინი;
  4. აყურვით.
  • ანეულის მეორედ გადახვნა. ხდება მსუბუქი სახვნელი იარაღით - კავით, ორხელათი. მისი დანიშნულებაა დამწვარი ანეულის აქექვა-აფხვიერება, რათა მასში მობნეულ თესლს გაუადვილდეს მიწის გარკვეულ სიღრმეში მოხვედრა გასაღვივებლად.

წყარო


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=აოშვა&oldid=7503“-დან