გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ასიმილაცია

ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული, უკვე ჩამოყალიბებული ეთნოსების ურთიერთმოქმედების პროცესი, რის შედეგადაც ერთი ეთნოსის წარმომადგენლები ითვისებენ მეორე ეთნოსის ენასა და კულტურას და სრულებით კარგავენ წინანდელ ეთნიკურ კუთვნილებას. ასიმილაცია არსებობს ორგვარი: ბუნებრივი (ნებაყოფლობითი) და იძულებითი.