გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბარბოლი

ბარბოლი


  1. ბარბარობის დღესასწაული სვანეთში (ძვ. სტ. 4 დეკემბერი - ახ. სტ. 17 დეკემბერი). წმ. ბარბარეს სახელზე ამ დღეს სვანეთში უქმობენ. ქალები დილითვე მიაშურებენ წმ. ბარბარეს ეკლესიებს, რომელთა მინაშენებთან (იხ.: ლადბაში) აცხობენ შესაწირავ კვერებს და წმ. ბარბარეს შესთხოვენ ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას, აგრეთვე, მეწველი საქონლის გამრავლებასა და ზოგადად, ბარაქიანობას;
  2. ბარბარეს სახელობის ეკლესიები სვანეთში. სვანეთი განსაკუთრებით მდიდარია "ბარბოლებით". ყოველ თემში (სოფელთა ჯგუფი) დგას რამდენიმე ბარბოლი, მაგ.: ეცერის თემში დღემდეა შემონახული წმ. ბარბარეს შვიდი ეკლესია.