გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბობოლა

ბობოლა


ხახვის თავების აცმა, რომელსაც დიდმარხვაში ჭერში ბაწრით ჰკიდებდნენ მთელი მარხვის განმავლობაში. ზოგჯერ ხახვების მაგიერ, დაჩვრეტილი, მწარე კვახი იყო გამოყენებული. ნაჩვრეტებში (ან ხახვის თავებში) ფრინველის ფრთები იყო გაყრილი მარხვის კვირების შესაბამისად და ყოველი კვირის გასვლის შემდეგ თითოეულ ფრთას აძრობდნენ, რაც ხსნილის მოახლოებას აუწყებდათ.


წყარო

  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე; რედ. როინ მეტრეველი; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ბობოლა&oldid=5447“-დან