გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბოხჩა

15:42, 4 აგვისტო 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Bokhcha.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>ბოხჩა</small></center>...)

ბოხჩა

ბოხჩა


  1. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთი. ოთხკუთხა ფორმის ქსოვილი. კერავდნენ ან სადა ქსოვილისაგან, ან სხვადასხვა ფერის ნაკუწებისაგან. მასალად იყენებდნენ აბრეშუმს, ფარჩას, შალს, ყალამქარს, ქირმანშალს და იშვიათად ტყავს. ბოხჩის ზედაპირს ქარგავდნენ ოქრომკედით ან მულინეს ძაფებით. ამკობდნენ აგრეთვე მძივებითა და კილიტებით. ბოხჩა ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში თანამედროვე ჩანთის, ხელჩანთისა და საფულის (თეთრეულის, ტანსაცმლის და სხვა მცირე ზომის ნივთების, ფულის სატარებლად) ფუნქციას ასრულებდა. ზომის მიხედვით დასტურდება დიდი, საშუალო და მცირე მოცულობის ბოხჩები. ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ტერმინი „ბოხჩა” არ მოიხსენიება, მას მხოლოდ გვიანფეოდალური ხანის მზითვის წიგნებში ვხვდებით. სავარაუდოა, რომ ბოხჩა როგორც აბანოსათვის სახმარი ნივთი, XIX საუკუნის თბილისურ ყოფაში დამკვიდრდა და მისი ამგვარი დაწინაურება თბილისური აბანოების პოპულარობას უნდა უკავშირდებოდეს. ბოხჩას რიტუალური დანიშნულებაც ჰქონდა. მას იყენებდნენ სარტყელად უსტაბაშის მიერ შეგირდის ხელოსნად დალოცვისას. ბოხჩას მაჰმადიანი მლოცველები მუხლსაფენადაც ხმარობდნენ;
  2. ტყავის ჭურჭელი. იკერებოდა ოთხკუთხა ტყავის ნაჭრებისაგან. ამკობდნენ ტყავისავე მორკალური და დაკბილული ორნამენტებით. ბოხჩა იხმარებოდა სხვადასხვა სატუალეტო ნივთის შესანახად ან გადასატანად. იგი ქალის თანამედროვე ხელჩანთის ფუნქციის მქონე საგანი იყო წარსულში;
  3. ბეჭდის სახეობა აჭარაში.

წყაროები

  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., თბ., მერიდიანი, 2011 წ.
  • საქართველოს სიძველენი, ტ. I, III, 1910 წ.
  • ი. გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1986 წ.
  • ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ბოხჩა&oldid=3660“-დან