გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გუდასტვირი

05:45, 10 აგვისტო 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Gudastviri.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>გუდასტვირ...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გუდასტვირი

გუდასტვირი


შტვირი (რაჭა), თულუმი (სამცხე), ჭიბონი (აჭარა) - წარმოადგენს გუდისა და ქარახსით (რქით) დაბოლოებული ორი პარალელური ლერწმისაგან (ან დიდგულასაგან) შემდგარ საკრავს. რაჭული სტვირი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან - გუდისა და რქისაგან. გუდა ცხვრისაა, ერთგან ატანებული აქვს ხის პატარა მილი („ხრეკო“), რომლითაც ბერავს (ჰაერით ავსებს) ინსტრუმენტს და დაკვრის დაწყებამდე საცობით („პეპელა“) ფარავს.

გუდაში ჩასმულია რქა (სტვირის ბუდე), რომელშიც ჩამაგრებულია ე.წ. დედნები || ლერწმები - თანაბარი სიგრძისა და სისქის ორი ლერწმის ან ხის მილი (მთქმელი || დამწყები და მოძახილი || მებანე). მებანეს უკეთდება სამი თვალი, დამწყებს - ექვსი. რქა (ყანწი) შემკულია ძეწკვებითა და ფერადი შუშის მძივით. გუდას ინახავენ შალითაში (ჩანთა || პერანგი). დაკვრის დროს შემსრულებელს საკრავი მარჯვენა იღლიის ქვეშ აქვს ამოდებული, ბგერას გამოსცემს გუდაზე მკლავის მოჭერით. საკრავი უჭირავს ორივე ხელით და თითების თვლებზე ცვლით გამოჰყავს მელოდია. გუდისათვის გამოყენებულია ცხვრის, თხის ან იშვიათად ხბოს ტყავი, რქად - ხარის ან ჯიხვის რქა. გუდასტვირის როგორც ჩასაბერი საკრავის პრინციპულ თავისებურებას წარმოადგენს, ერთი მხრივ, რეალური ორხმიანობის არსებობა, მეორე მხრივ, მექანიკური ჩამბერავის (გუდის) არსებობა. გუდასტვირი სათანხლებო საკრავია, გამოიყენება სოლოდაც. იგი მოხეტიაალე მუსიკოსებთან იყო ასოცირებული, რომლებიც სტვირზე ამღერებდნენ ეპიკურ, ლირიკულ თუ სახუმარო ლექსებს. მესტვირეები მონაწილეობდნენ სახალხო სანახაობა „ბერიკაობაში“.

საქართველოში ზოგან ორ ლულაზე გუდის გარეშეც უკრავდნენ. ორმაგი სალამური (ლერწმის ან ასკილის) ქართლში აქა-იქ დღესაც შეიძლება შეგვხვდეს. ამგვარი საკრავი გუდასტვირის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს.


ლიტერატურა

  • ალ. მსხილაძე, ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკის ისტორიიდან, 1969 წ.