გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დამბაჩა

21:52, 27 აგვისტო 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Dambacha.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>დამბაჩა</small></...)

დამბაჩა

დამბაჩა


ცეცხლსასროლი იარაღი. დამბაჩა ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების ისტორიაში ადგილს იმკვიდრებს XVI ს-დან, მაშინ როცა ხმარებაში შემოვიდა ე.წ. კაჟიანი ჩახმახები, რამაც საშუალება მისცა იარაღის კონსტრუქტორებს თოფის ზომების ისე შემცირება, რომ გასროლა ერთი ხელით ყოფილიყო შესაძლებელი.

კაჟიანი დამბაჩების პერიოდში (XVI-XIX), სხვადასხვა კონსტრუქციულ ვარიანტებთან ერთად (ერთჩახმახიანი და ოთხლულიანი) იქმნებოდა აგრეთვე კომბინირებული დამბაჩები დანებთან და ხმლებთან ერთად.

ქართული კაჟიანი დამბაჩების ადგილობრივი წარმოება, ისევე როგორც კავკასიაში, დაიწყო XVIII ს-დან. კავკასიაში ცეცხლსასროლი იარაღის დამამზადებელ ცენტრებს ძირითადად წარმოადგენდა საქართველო, დაღესტანი და ჩერქეზეთი. ხოლო კონკრეტულად საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით თბილისური, ახალციხური და აჭარული დამბაჩა - "მაჭახელა" სარგებლობდა. ამ დამბაჩების განმასხვავებელი ნიშნები დეტალების ფორმებში მოიძებნება, ხოლო ტიპოლოგიურად ისინი ერთ კავკასიურ ტიპს მიეკუთვნება.


ლიტერატურა

  • მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი (საქ. სახ. მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასალების მიხედვით), სამაგისტრო ნაშრომი, 2000 წ.
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., - თბ., მერიდიანი, 2011 წ.