გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დაშნა

05:13, 11 სექტემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''დაშნა'''</big> ---- # მოკლე, სწორი ხმალი, "მოკლე საკიდარი" (სულხან-სა...)

დაშნა


  1. მოკლე, სწორი ხმალი, "მოკლე საკიდარი" (სულხან-საბა). დაშნა წარმოადგენს მოკლე, ცალლესურ ხმალს, რომელიც ხანჯალზე დიდია, ხოლო ხმალზე პატარა. დაშნა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, ხევსურეთში. ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ხევსურები ხმალ-ხანჯალთან ერთად ხმარობდნენ აგრეთვე „ხმალ-დაშნას“, რომელსაც სახელოში ან ზურგზე ტანსაცმლის ქვემოდან შეფარულად ატარებდნენ. ე.ი. „ხმალ-დაშნა“ მალული იარაღია, იგი გამოიყენებოდა, მაგ., შუღლის დროს, იმ შემთხვევაში, როდესაც ხევსურს სხვა იარაღი არ ჰქონდა, მაგალითად სტუმრობის დროს, როდესაც წესის მიხედვით იარაღს მასპინძელი ჩამოართმევდა, ის დაშნის, უბისფარისა და საცერულების ამარა რჩებოდა.
  2. ყავრის გამოსახდელი ხმლისებური იარაღი

წყარო

  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., თბ., მერიდიანი, 2011 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=დაშნა&oldid=5410“-დან