გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დმანისის გორა: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ხაზი 23: ხაზი 23:
 
</div>
 
</div>
 
     <div class="column clearfix">
 
     <div class="column clearfix">
       <div class="col-md-5 pull-right">
+
       <div class="col-md-4 pull-right">
 
         <div class="panel panel-dark-white-border">
 
         <div class="panel panel-dark-white-border">
 
           <div class="panel-heading">
 
           <div class="panel-heading">

მიმდინარე ცვლილება 16:33, 11 აპრილი 2021 მდგომარეობით

კომპლექსი მდებარეობს ქ. დმანისის დასავლეთ ნაწილში, მდ. მაშავერასა და მის მარცხენა შენაკადს შორის არსებულ მაღალ კონცხზე, რომელიც დასავლეთის მიმართულებით მცირე ზეგნის სახით არის წარმოდგენილი. კომპლექსი ვრცელდება 82 ჰექტარზე და შედგება ციტადელის, საგუშაგოს, ძირითადი დასახლების და თავდაცვითი ზღუდეებისაგან. დღეისთვის, ნაგებობათა კედლები, უმეტეს შემთხვევაში, საძირკვლის დონემდეა დანგრეული.

კომპლექსი მდებარეობს იმ ხევების ნაპირებზე, რომლებიც სათავეს იღებენ ჯავახეთის ქედზე, აღრიკარისა და ჩათახის მთებს შორის არსებული ცენტრალური გადასასვლელიდან.

ციტადელი, რომლის ფართობი 1.4 ჰექტარს შეადგენს, მდებარეობს კონცხის აღმოსავლეთ ნაწილში და შედგება სამი ციკლოპური კედლის, დასახლებისა და თავდაცვითი თხრილისაგან. ამ კომპლექსის შიდა დასახლებას უკავია 0.6 ჰა, რომელსაც შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ჰქონია. ეს უკანასკნელი კარგად ჩანს შიგნიდან პირველ თავდაცვით კედელში, სადაც მისი სიგანე 4.0-4.5 მეტრია. აქედან ჩრდილოეთით, 10 მეტრში, პირველი კედლის პარალელურად მეორე თავდაცვითი კედლია, რომელიც ხევის ნაპირიდან დასავლეთის მიმართულებით 40 მეტრზე გრძელდება, შემდეგ წყდება და ჩრდილოეთით 4.0-5.0 მეტრში კვლავ იწყება, საიდანაც პარალელურად მიუყვება პირველ თავდაცვით კედელს 15 მეტრის დაშორებით. მესამე კედლის შემთხვევაში, შესასვლელი, როგორც ჩანს, მდებარეობდა კონცხის უშუალო ნაპირზე, საიდანაც კლდეში გაჭრილი გზა ჩადიოდა ხეობაში.

პირველი თავდაცვითი კედლის სიგანე 3.0-3.5 მეტრია, თუმცა, შესასვლელთან ის 4.0 მეტრს შეადგენს. აქედან დასავლეთით, თითქოს, იკითხება კონტრფორსის კვალი. მეორე და მესამე თავდაცვითი კედლების სიგანე არ ფიქსირდება, ისინი მეტწილად ქვის გრძივ, შედარებით შემაღლებულ ზვინულებად შემოუყვება დასახლებას. მესამე კედლის გარედან ჩანს თავდაცვითი თხრილის კვალი. კედლებს შორის, მაშავერას ხეობის ნაპირზე, ორი გრძივი მართკუთხა ნაგებობის ნაშთია. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ ნაწილში სამივე კედელი ერთი მეორისგან თითქმის ერთი მანძილით — 20-25 მეტრით არიან დაშორებული. სამივე კედელი რკალისებურად შემოსდევს დასახლებას ხევიდან ხევამდე. აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე თავდაცვით კედლებს შორის შეიმჩნევა ნაგებობათა კვალი. დაზვერვების დროს აკრეფილი კერამიკული მასალა მეტწილად გვიანბრინჯაო-რკინის ხანას განეკუთვნება.

ციტადელიდან ჩრდილო-დასავლეთით, მცირე კონცხზე 2.5-3.0 მეტრის სიგანის კედლებისგან შემდგარი თავდაცვითი ნაგებობაა, რომელიც მოიცავს 75 მ2. სავარაუდოდ, აქ უნდა ყოფილიყო საგუშაგო, რომელიც შეიძლება ციტადელის თანადროული იყო, რადგან აქედან არის შესაძლებელი მაშავერას მარცხენა შენაკადის ხეობის კონტროლი.

ხევებს შორის არსებული პლატოს მთელ ტერიტორიაზე იკითხება ნაგებობათა ნაშთები. როგორც ჩანს, ეს უნდა ყოფილიყო დმანისის ციკლოპური კომპლექსის ძირითადი დასახლება. მის დასავლეთ ნაწილში დადასტურდა ორი თავდაცვითი ზღუდე, რომლებიც ხეობიდან ხეობამდეა გადაჭიმული. პირველი კედელი პლატოს ცენტრიდან სამხრეთით და ჩრდილოეთით მიემართება ხევებისაკენ. მისი სიგრძე 1 კმ-ია, სიგანე კი 2.5-3.0 მეტრს შეადგენს.

პირველი კედლიდან დასავლეთით, 130-150 მეტრში, დადასტურდა მეორე თავდაცვითი კედელი, რომელიც ზოგ ადგილებში მთლიანადაა დანგრეული და საერთოდ არ ფიქსირდება. მისი სიგრძე დაახლოებით 900 მეტრი უნდა ყოფილიყო, სისქე საშუალოდ 2.5-3.0 მეტრია, თუმცა ხევების ბოლოში შედარებით ფართოვდება. აღსანიშნავია, კედლის სამხრეთ ნაწილში დადასტურებული ორი მართკუთხედის ფორმის სათავსო, რომლებიც თავდაცვით კედელს გარედან აქვს მოდგმული. ხევის ნაპირზე არსებული ამ საფორტიფიკაციო ნაგებობის სიგრძე შეადგენს 15 მეტრს, სიგანე კი 10 მეტრია. მეორე ნაგებობა, მდებარეობს პირველიდან ჩრდილოეთით 100-120 მეტრში, მისი სიგრძე 20 მეტრია, ხოლო სიგანე 10 მეტრი. ორივე კოშკის(?) კედლების სისქე საშუალოდ 2.5-3.0 მეტრია.

მეორე კედლიდან 150 მეტრში დასავლეთით, პატარა, დაჭაობებული ტბის ნაპირიდან ჩრდილოეთით, მცირე ხევის ნაპირამდე, კიდევ ერთი კედელი დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში კედლის სიგრძე 200 მეტრია, ხოლო სისქე პირველი ორი კედლის ანალოგიურია. ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით და აქვე არსებული კედლიდან დასავლეთით, 100 მეტრში, გაურკვეველი კომპლექსის ნაშთია. აღსანიშნავია, რომ დაჭაობებული ტბიდან სამხრეთით, თავდაცვითი კედელი არ ჩანს, შესაძლოა აქ საერთოდ არ იყო რაიმე ტიპის ფორტიფიკაცია, ამ გარემოებამ კი განაპირობა მეორე ჩამკეტი კედლის სამხრეთ ნაწილში სავარაუდო კოშკების არსებობა.

დაზვერვების დროს პლატოზე შეკრებილი მასალების საფუძველზე, დმანისის ციკლოპური კომპლექსი, სავარაუდოდ, გვიანბრინჯაო-რკინის ხანას უნდა განეკუთვნებოდეს. ის შეიძლება ქალაქური ტიპის დასახლებას წარმოადგენდა, რომლის ციკლოპური კედლით ფორტიფიცირებული ფართობი აჭარბებს სამხრეთ საქართველოში ცნობილ ყველა დანარჩენ, მსგავსი დასახლების ზომებს. არ არის გამორიცხული, რომ კონცხის ორი ჩამკეტი კედელი, ციტადელისა და საგუშაგოსგან განსხვავებით, შედარებით გვიან ააგეს. ამ საკითხის განხილვა შესაბამისი არქეოლოგიური სამუშაოების გარეშე, ძალზე ჰიპოტეტურია.

2018 წელს, ციტადელზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით დაიწყო არქეოლოგიური გათხრები.[1] შემდგომი კვლევის ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება აღწერილი ფორტიფიკაციების ქრონოლოგიურ ჭრილში დანახვა და ზოგადად, მშრალი წყობით ნაგები თავდაცვითი ნაგებობის განვითარების დინამიკის შესწავლა.

დმანისის გორა

რეგიონი ქვემო ქართლი
უახლოესი დასახლება დმანისი
აბსოლუტური სიმაღლე 1279 მ
მოიცავს 82 ჰა
კედლის სისქე 2.0-4.5 მ
განედი 41.328049° N
გრძედი 44.190023° E
ტიპი გამაგრებული დასახლება

დმანისის გორის აეროფოტო

წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019

ლიტერატურა

  1. დ. ჯაჭვლიანი, დმანისის გორა, არქეოლოგიური გათხრების ანგარიში (ხელნაწერი ინახება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქივში), 2018