ებანი
11:23, 2 ნოემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ებანი'''</big> ---- უძველესი ქართული მრავალსიმიანი სამუსიკო საკ...)
ებანი
უძველესი ქართული მრავალსიმიანი სამუსიკო საკრავი. სახელწოდება ებანი პირველად დაბადების ქართულ რედაქციაში გვხვდება. როგორც ჩანს, იგი წარმართული დროიდანაა ცნობილი, რასაც აგრეთვე მოწმობს ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი სანახაობათა წინააღმდეგ მიმართული კანონის ერთ-ერთი მუხლი. თავდაპირველად ებანის დანიშნულება საკრავთა მწყობრში მონაწილეობა და სიმღერა-გალობის თანხლება იყო. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ებანი, ჩანგი და ქნარი სინონიმებია. ებანი ფართოდ გავრცელდა XI-XIII საუკუნეებში. იგი ხშირად იხსენიება ლიტერატურულ წყაროებში (რუსთაველი, იოანე შავთელი, ჩახრუხაძე, არსენ ბერი, ბასილი ეზოსმოძღვარი).
ლიტერატურა
- გ. ჩხიკვაძე, სამუსიკო საკრავი ებანი და მისი რაობა, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, 1955 ტ. 7;
- ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938