გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ზანდური

11:17, 1 დეკემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ზანდურის თავთავი

ზანდური


კილიანი ხორბლის უძველესი ქართული ჯიში-პოპულაცია. საქართველოს ენდემია, წარმოდგენილია პოლიპლოიდური რიგით, მოიცავს გვაწა, ჩელტა და ჰექსაპლოიდურ ზანდურს.

წარმოშობის კერაა რაჭა-ლეჩხუმი. ბიოლოგიურად მცენარე საგაზაფხულოა, მაგრამ თესენ შემოდგომით. ძნელად ეჯვარება სხვა სახეობებს. თავთავი მკვრივია, მარცვალი მსხვილი, კარგად იფქვება და ცხვება. ზანდურის ფქვილისაგან მეტად გემრიელი და არომატული პური ცხვება. მთელი კვირის განმავლობაში რბილად ინახება. ამიტომ იყო, რომ ლაშქრობა-მგზავრობის დროს ხშირად ზანდურის პურს იყენებდნენ. ზანდურის ფქვილისაგან, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში, მზადდებოდა კორკოტი.

მთხრობელთა გადმოცემით: "...გასული საუკუნის 40-50-იან წლებში, ზანდურს ლეჩხუმში თესავდნენ შემოდგომაზე, მცირე ფართობზე. პირველად სპეციალურად გადაბმული ორი ჯოხით შნაკვით აცლიდნენ თავთავებს და აგროვებდნენ კალათებში, შემდეგ კი ზანდურის ღეროებს ნამგლით მკიდნენ, კონებად კრავდნენ. ამ ღეროებისგან დამზადებული შეკრული კონებით ხურავდნენ საბძლებს. ასეთ სახურავიან ნაგებობებს "კოროლით" გადახურულს უწოდებდნენ". ძველების გადმოცემით "...წინათ საცხოვრებელი სახლებიც "კოროლით" იყო გადახურული (ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზედა ღვირიში, მთხრ. ლ. ხეცურიანი).

ზანდურს სასელექციო მასალად იყენებენ ბევრ ქვეყანაში იმუნური ჯიშებისა და ჰიბრიდული ხორბლის შესაქმნელად. დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა.


წყაროები: