გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ზარფუში

16:12, 4 დეკემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Zarfushi.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>ზარფუში</small></...)

ზარფუში

ზარფუში


არყის გამოსახდელი ქვაბის სპილენძის ხუფი, სახურავი, ლაფრანი. კვერავდნენ სპილენძის რამდენიმე ფურცლის, ფირფიტისაგან. ზარფუშს აქვს წინ გაშვერილი მილი, რომელიც თავში განიერია, ბოლოში კი ვიწრო, რათა იოლად შევიდეს წყლიანი ტაშტის მილში. სპილენძის მრგვალღერა სახელური, ყური მირჩილულია ზარფუშის ტანზე და დამაგრებულია სპილენძის მანჭვლებით. არყის გამოხდისას ზარფუში მჭიდროდ ეხურება ჭაჭაჩაყრილ ქვაბს.

ადუღების შემდეგ მასში დაგროვილი ორთქლი ზარფუშის ყელიდან გადადის წყლიანი ტაშტის მილში და გადაიქცევა სითხედ. ზარფუშები არსებობდნენ, როგორც სპილენძის, ასევე თიხის, მაგრამ უფრო კარგი და მისაღები იყო სპილენძის ზარფუში.


წყაროები:

  • ც. კაკაბაძე, სპილენძის ქართული ჭურჭელი, ეთნოლოგიური ძიებანი, I, 2000
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011