გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თათარა: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
* 3 ლ ყურძნის წვენი
 
* 3 ლ ყურძნის წვენი
 
* 300 გ ფქვილი<br />
 
* 300 გ ფქვილი<br />
 +
  
 
'''მომზადების წესი'''
 
'''მომზადების წესი'''

მიმდინარე ცვლილება 09:19, 12 იანვარი 2020 მდგომარეობით

თათარა

თათარა


ყურძნის წვენისა და პურის ფქვილის ნადუღი ტკბილეული, რომელშიც ჩურჩხელებს ავლებენ; ნუგბარი (შდრ.: დასავლეთ საქართველოს ფელამუში)

მასალა

  • 3 ლ ყურძნის წვენი
  • 300 გ ფქვილი


მომზადების წესი

ახლად დაწურული ყურძნის წვენი ადუღეთ განახევრებამდე (მიიღებთ ბადაგს). გააგრილეთ და გადაწურეთ. პურის ფქვილი გახსენით მცირეოდენ ბადაგში, დანარჩენი წვენი დადგით ასადუღებლად. სანამ ადუღდება, დაუმატეთ წვენში გახსნილი ფქვილიანი მასა და განუწყვეტლივ ურიეთ. თათარა ადუღეთ მანამ, სანამ არ შესქელდება და ფქვილის სუნს არ დაკარგავს. ცეცხლიდან გადმოდგმამდე მუდმივად ურიეთ ხის კოვზით, რომ არ მიიწვას.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=თათარა&oldid=6719“-დან