გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თევდორობა

თევდორობა


საეკლესიო დღესასწაული, რომელიც აღინიშნება დიდმარხვის პირველ შაბათს დიდმოწამე თეოდორე ტირონის მოსახსენიებლად. დღესასწაული განსაკუთრებით გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში: ლითოდრი (სვანეთი), თერდობა (სამეგრელო), თედორობა (რაჭა) აცხობენ ე.წ. ცხენის ტაბლას და ლოცულობენ საქონლის გამრავლებისა და მოსავლის ბარაქიანობისათვის.