გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თეთრგიორგობა

20:04, 15 იანვარი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''თეთრგიორგობა'''</big> ---- ერთ-ერთი ქართული ხალხური დღესასწაული...)

თეთრგიორგობა


ერთ-ერთი ქართული ხალხური დღესასწაული. გიორგობის დღესასწაული აწყურში (კახეთი). აღინიშნება 28 აგვისტოს. ემთხვევა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს (მარიამობას). აწყურში ტაძრის ადგილას ძველად დიდი ტყე ყოფილა, სადაც დადებული ყოფილა თეთრი ლოდი წმ. გიორგის გამოსახულებით. დღესასწაულის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. მას ავედრებენ სნეულს, ავი ზნით (ეპილეფსიით) შეპყრობილს. სწირავდნენ ცხვარსა და მამალს. ამ დღეს ემთხვევა არბოობის, გერისთობის, ატოცობის თეთრგიორგობებიც (ქართლი), თეთროსან შკედილის დღეობა (სვანეთი) და სხვა.