გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ილორი

17:40, 23 იანვარი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ილორი'''</big> ---- ილორის წმ. გიორგის ეკლესია, XI საუკუნის ქართული...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ილორი


ილორის წმ. გიორგის ეკლესია, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც აგებულია სოფ. ილორის (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) შუაგულში, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. პროპორციათა მოხდენილობითა და შესრულების ტექნიკური დონით იგი ექცევა ნაგებობათა იმ წრეში, რომელშიც ჩანს შუა საუკუნეების საქართველოს წამყვანი რეგიონების მხატვრული მისწრაფებანი.

ილორის ეკლესია აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა ხანის მინაშენები აქვს. აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ძველი ქართული წარწერებიანი 5 ქვა, რომლებიც ასევე XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება. XVII საუკუნეში ილორის ეკლესია ლევან II დადიანმა შეაკეთა. 1736 წელს დაწვეს თურქებმა. აღადგინეს ოდიშის მთავრებმა. ძეგლი საფუძვლიანად შეაკეთეს XIX საუკუნის 40-იან წლებში.

თანამედროვე მდგომარეობა

ილორის წმინდა გიორგის ტაძარში წირვა-ლოცვა 90-იანი წლებიდან აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ შეწყდა მაშინ, როდესაც იქ ქართული მღვდელთმსახურების შეწყვეტა კომუნისტებმაც ვერ მოახერხეს.

2010 წლის 18 ნოემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2 იტყობინებოდა, რომ სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს, ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად და შიდა კი ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს, აღმოსავლეთის მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად შელესილია. ეკლესიაზე ასევე დამონტაჟებულია კონდიციონერები. ტელეკომპანიის ცნობით, საფრთხე უნიკალურ ფრესკებსაც ემუქრება. გარდა ამისა, სატელევიზიო კადრებიდან ჩანდა, რომ აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების მთავარ სალოცავთან რუსული მძიმე ტექნიკა დგას.

ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის ხელყოფისთვის, საქართველოს მთავრობა მსოფლიო სიძველეთა დაცვის ორგანიზაციებისთვის სპეციალური მიმართვის გაგზავნა გადაწყვიტა. ქართულმა მხარემ ასევე გადაწყვიტა, რომ იუნესკოსგან, ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანების გამო, ოკუპანტების ქმედებებზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოითხოვოს.

ტაძარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომაც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

არის ინფორმაცია, რომ 2010 წელს აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა XI საუკუნის ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად, ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს, აღმოსავლეთის მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად გადალესეს. ეკლესიის გარე ფასადზე კონდიციონერების თანამედროვე სისტემა დაამონტაჟეს.

ილორის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ილორი&oldid=7115“-დან