ისრიმი
11:49, 8 თებერვალი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ისრიმი'''</big> ---- # უმწიფარი ყურძენი. სინონიმი: კუხი # მკვახე ყუ...)
ისრიმი
- უმწიფარი ყურძენი. სინონიმი: კუხი
- მკვახე ყურძნისაგან დამზადებული საწებელი, საქართველოს ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ისრიმის სინონიმებია: ბჟოქი, მკვახე, ჟოლოქა, შემოუსვლელი და სხვა. დასავლეთ საქართველოში მიღებული იყო ისრიმის წვენში ჩაწყობილი შემწვარი წიწილის კერძი. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, ისრიმის გამოყენებას საკვებად გამოწვეული იყო ზედმეტად მსხმოიარე ვენახის განტვირთვით.
ლიტერატურა
- გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., თბ., მერიდიანი, 2011