გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კალდიმი

09:54, 18 თებერვალი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''კალდიმი'''</big> ---- ხმლის ერთ-ერთი სახეობა. ხმალი კალდი...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კალდიმი


ხმლის ერთ-ერთი სახეობა. ხმალი კალდიმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსა და ჩეჩნეთში. საბას განმარტებით "ესე ხრმალნიცა მრავალგვარნი არიან სხვადავხვა თემთა ქმნილთაებრ და რომელიცა ხრმალი ძველი, გრძელი, განხრილი, მზეველი და სრულია, გლუვი იყოს თუ გამოფერდილი, ანუ ღაროსანი, გორდა თუ კალდიმი, - ამას ქართველი ყვარობენ." ქართველების საყვარელი ხმლის კალდიმის დამღას წარმოადგენს ჯვარის ფორმა, რომელიც სფეროზეა გამოსახული, ხმლის მეორე მხარეს უმეტეს შემთხვევაში მგელის დამღაც გვხვდება. კალდიმი სწორი, ან ოდნავ გახრილი, ცალლესული და ცალღარიანი ხმალია, ღარი პირს ვადადან 20-30 სმ სიგრძემდე დაუყვება, პირის სიგრძე 80-83 სმ.-ია. კალდიმის პირებზე დაგებულია როგორც ვადაჯვრიანი, ასევე უვადაჯვრო ტარები.