გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კამარა: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Kamara.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>კამარა. სალო...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
<div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">[[ფაილი:Kamara.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>კამარა. სალონიკი</small></center>]]</div>
+
<div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">[[ფაილი:Kamara.jpg|right|thumb|400px|link=|<center><small>კამარა. სალონიკი</small></center>]]</div>
 
<big>'''კამარა'''</big>
 
<big>'''კამარა'''</big>
 
----
 
----

11:38, 18 თებერვალი 2020-ის ვერსია

კამარა. სალონიკი

კამარა


მრუდწრიული მოხაზულობის მზიდი სივრცული კონსტრუქცია, რომელსაც ახასიათებს განმბჯენი ძალვის წარმოქმნა და უმეტესად კუმშვაზე მუშაობა. განმჯენი ძალვა ჩვეულებრივ გადაეცემა შემკვრელს, კონტრფორსს, განივ კედელს და ა. შ. კამარის მასალად იყენებენ რკინაბეტონს, ბეტონს, ქვასა და ხეს. კამარის განივი კვეთი სწორხაზოვანი, დანაოჭებული ან მრუდწირულია. კამარა გვხვდება ცილინდრული, შეკრული, ჯვაროვანი, სარკული, აფრის ფორმის და გუმბათის სახით. კამარით ხშირად ხურავდნენ სამრეწველო, სასაწყობო და სასოფლო-სამეურნეო შენობებს. ძველ ქართულ ხუროთმოძღვერებაში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ცილინდრული კამარა, რომელიც 2 პარალალეურ კედელს ან სვეტების მწკრივს ეყრდნობოდა. იყო აგრეთვე ვარსკვლავისებრი, ისრული (XVI-XVIII სს.) და შეკრული კამარები. უკანასკნელი შედგება სამკუთხა ელემენტებისაგან, რომლებიც კამარის წვეროში იყრიან თავს. შეკრული კამარა ზოგჯერ გუმბათს ცვლიდა.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=კამარა&oldid=7426“-დან