გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კოკა

08:23, 5 მარტი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კოკა


სითხის საწყაო საქართველოში X საუკუნიდან. მისი ტევადობა სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა იყო. XIII საუკუნის შუა ხანიდან გვხვდება 24-ლიტრიანი კოკა, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებში 8-16 ლიტრიანიც. ლიტრის ზრდის გამო საუკუნეთა მანძილზე კოკის ტევადობაც იზრდებოდა. XIII საუკუნეში 24-ლიტრიანი კოკა 23 ლ იტევდა, XVI-XVII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში კი - 50 ლ და მას მრთელიც ეწოდებოდა. XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში 10-ლიტრიანი კოკა "სწორ" (კანონიკურ) კოკად ითვლებოდა (ტევადობა — 4 ჩაფი ან 30-34 ლ). დასავლეთ საქართველოში "სწორე" კოკა 12-ლიტრიანი იყო (ტევადობა 36-37 ლ). 12-ლიტრიანი კოკის ნახევარს მენახევრე ერქვა. XIX საუკუნის 30-იანი წლების აღმოსავლეთ საქართველოში კოკა 12 თუნგით განისაზღვრებოდა.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=კოკა&oldid=7939“-დან