გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ლალი

ლალი. ტანზანია

ლალი


სინონიმი: წითელი იაგუნდი

(ლათ. rubens, rubinus — წითელი), Al2O3 — მინერალი, კორუნდის სახეობა. სიმაგრე — 9, სიმკვრივე 3.97 — 4.05. წითელ ელფერს აძლევს ქრომის მინარევი. წითელ კორუნდებს უწოდებენ ლალს, ლურჯს — საფირონს.

ვარაუდობენ, რომ ლალის მოპოვებას ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში აწარმოებდნენ, ბირმაში. 2000 წლის წინ ლალი ფასობდა ინდოეთშიც და გამოიყენებოდა როგორც თილისმა, ავგაროზი. ლალი იცოდნენ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთში და ძველ რომში.

1800 წელს ევროპაში აღმოაჩინეს ლალისა და საფირონის ნათესაობა. 1835 წელს აღმოჩენილ იქნა ხელოვნური ლალის მიღების ხერხი.

მუქ ლალს უწოდებდნენ ძოწის ლალს.

ძველად ლალს აღიქვამდნენ როგორც "სიცოცხლისა და სიყვარულის ქვას". ითვლებოდა, რომ ამ ქვის ფლობა პატრონს აძლევდა უფრო მეტ ძალაუფლებას, გამბედაობას და ღირსებას. ლალით იმედოვნებდნენ თავის დაცვას ეშმაკისაგან და ჭირისაგან. ლალის ზოდიაქოს ნიშანია მშვილდოსანი, ვერძი, ლომი, ღრიანკალი და თხის რქა.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ლალი&oldid=8398“-დან