გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მუჯურეთული

12:29, 9 სექტემბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
მუჯურეთული

მუჯურეთული


რაჭული და ლეჩხუმური ვაზის ჯიში

სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მუჯურეთულიდან და ალექსანდროულიდან დამზადებული ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ხვანჭკარა მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ინტენსიურად შეფერილია, მუქი ლალისფერი და გამჭვირვალეა. ხასიათდება თავისებური არომატით, სიტკბოთი და ნაზი, ჰარმონიული გემოთი, რომელშიც კარგად იგრძნობა ალუბლის ტონები. ჯიშური ღვინო ხასიათდება კარგი შეფერვით, გამჭვირვალობით, სხეულით, სინაზით, ჰარმონიულობით და არომატით.

გვალვის კარგი ამტანი ჯიშია. შედარებით კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს. ჭრაქის მიმართ სუსტი გამძლეობა ახასიათებს. კარგად ვითარდება რაჭა-ლეჩხუმის თითქმის ყველა ტიპის ნიადაგებზე, თუმცა შედარებით უკეთ - ალუვიურ დ კირნარ ნიადაგებზე. ხასიათდება საშუალო ზრდის სიძლიერით. დღევანდელი მდგომარეობა: რეგიონალურად გავრცელებული ჯიშია, ძირითადად ალექსანდროულთან ერთად.