გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ნესტვი

14:13, 25 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ნესტვი'''</big> ---- ქართული ხალხური ერთმილიანი ჩასაბერი საკრავ...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ნესტვი


ქართული ხალხური ერთმილიანი ჩასაბერი საკრავი. ძველად ტერმინი "ნესტვი" აღნიშნავდა ყოველგვარ მილს (არის მოსაზრება, თითქოს ტერმინი "ნესტვი" ნაწარმოებია სიტყვა "ნესტოსაგან"). სულხან-საბას ლექსიკონში ნესტვი ასეა განმარტებული: "რაიც საკრავნი განხვრეტილნი პირით იბერვიან, ნესტვნი არიან". დაბადების ქართული თარგმანის რედაქციების ერთმანეთთან შედარებით გამოირკვა, რომ ადრე ნესტვი და საყვირი სინონიმები ყოფილა.