გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

საინგილო

საინგილო


მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. ეს ქართული მხარე საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ მოექცა აზერბაიჯანის ფარგლებში და მოიცავს ბელქანის, ზაქათალისა და კახის რაიონებს. ტერმინი საინგილო XIX საუკუნეში დამკვიდრდა. ადრე ის ძველი ქართული პროვინცია ჰერეთის შემადგენლობაში იყო, შემდგომ მაჭის საერისთაოში, ამჟამად აქ ცხოვრობენ ნახურელი ავარელი ლეკები, იძულებით გამაჰადიანებული და ქრისტიანი ქართველები, რომლებიც მოწყვეტილი არიან საქართველოს.