გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სამკლავე

17:49, 18 სექტემბერი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

სამკლავე


  1. მეომრის აღჭურვილობის ერთ-ერთი ელემენტი. იდაყვიდან მაჯამდე ასაკვრელი ფოლადის ამოღარული ფირფიტა, ფარად სახმარი ბრძოლის დროს (ფშავი, ხევსურეთი);
  2. აბჯრის ნაწილი; მკლავზე გასაკეთებელი რკინის იარაღი;
  3. მეურნე გლეხის ტანსაცმლის ერთ-ერთი ატრიბუტი. მას ხმარობდნენ მკლავების დაზიანებისაგან თავდასაცავად. მომკელს ის მარჯვენა მკლავზე ჰქონდა წამოცმული. რათა თავთავს, რომელიც მკის დროს მარჯვენა მკლავზე ურტყამდა, ტანსაცმლის სახელო არ დაეგლიჯა. მოქსოვილი იყო წინდურად ან იკერებოდა მაგარი ქსოვილისაგან, ზოგჯერ ტყავისაგანაც;
  4. სვეტებშუა გადებული ძელი (იმერეთი).