გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

საპირე: განსხვავება გადახედვებს შორის

ხაზი 9: ხაზი 9:

'''წყაროები'''

'''წყაროები'''

* [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=4319 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., თბ., მერიდიანი, 2011]

* [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=4319 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., თბ., მერიდიანი, 2011]
https://classes.ru/all-georgian/dictionary-georgian-russian-ch-term-10428.htm Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили]

* [https://classes.ru/all-georgian/dictionary-georgian-russian-ch-term-10428.htm Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили]

* [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=37831 სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. I. 1991]

* [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=37831 სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. I. 1991]

04:42, 4 მარტი 2021-ის ვერსია

საპირე

1. ხარების პირზე ამოსაკრავი წნელის რგოლები ლეწვის დროს (ხევი). ზოგჯერ წნელის ნაცვლად წნელისგან დაწნულ პატარა გოდრებსაც ხმარობდნენ, რომელთაც ხარებს თავზე ჩამოკიდებდნენ, პირს კი გოდრებში ჩააყოფინებდნენ (თუშეთი). იხ. აგრეთვე: ახურაგი, ახურამაგი, აბანდო, აპირი;
2. საკვების ჩასაყრელი დაბმული საქონლისათვის, წნული ან ფიცრული (იმერეთი) იხ.: ბაგა
3. საფეხსაცმლე ტყავი. საპირე დაახლოებით ისევე კეთდება, როგორც საძირე. დამზადების დრო აქაც ერთი თვეა. საპირე ტყავად ხმარობდნენ წვრილფეხა საქონელს: თხასა და ცხვარს. საძირესაგან განსხვავებით, საპირე ჯერ კირით უნდა დამუშავებულიყო; თაღარში ჩაყრიდნენ 20 სათლ კირსა და 50 სათლ წყალს და საპირე კირში ორი კვირის მანძილზე ამუშავებდნენ. თბილისელი დაბღები დამუშავებულ ტყავს დაზგაზე ღულაბით ჭიმავდნენ. საპირე ტყავს თხის ან ძროხის მუცლის გამდნარ ქონს უსვამდნენ ხორცის მხრიდან, ხოლო ბეწვის მხრიდან ტყავი ჩვეულებრივი ქონით იჟღინთებოდა. ბოლო პროცესი ტყავის შეღებვა იყო. ტყავის ავკარგიანობა ფერითაც განისაზღვრებოდა. ყველაზე კარგ ფერად ღია ლიმონის ფერი მიიჩნეოდა. ძველად მედაბღეები ძაღლის პატივს აგროვებდნენ, აშრობდნენ და თბილ წყალში ხსნიდნენ, წურავდნენ და ნაწურს ტყავს უსვამდნენ და მას ყვითელი ფერი ეძლეოდა. საპირე ტყავი ორი სახის იყო: ქოსალა და სამოგვე. ქოსალა ცხენის, ხოლო სამოგვე თხის ტყავის კეთდებოდა. ცხვრის ტყავის მზადდებოდა მეში. მის გამოყვანას იმავე წესით ახდენდნენ, როგორც საფეხსაცმლე საპირეს, იმ განსხვავებით, რომ მეში გამოიყენებოდა საპირის სარჩულად და მას არ სჭირდებოდა გაქონვა და შეღებვა. ასეთივე წესით მზადდებოდა საძირე ტყავიც. იხ. აგრეთვე: სამოგვე, სამუგე, ტარსიკონი, დასტა;
4. ზევითი ფარჩა, ანუ სხვა რამე სამოსელთა და ქვეშსაგებთა;
5. ორკეცსა ზედათს საპირე და ქვედა(თ)ს სარჩული ეწოდების (სულხან-საბა).

წყაროები