გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ქვაცხრილა

09:44, 17 თებერვალი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ქვაცხრილა'''</big> ---- მარცვლეულის გასაცხავებელ-გასაცხრილავი,...)

ქვაცხრილა


მარცვლეულის გასაცხავებელ-გასაცხრილავი, საცრის ფორმის საშუალონახვრეტებიანი ხელსაწყო-იარაღი. მასში მარცვლის გატარებისას ქვა, წვრილი გოროხი და სხვა რჩება და მარცვალი გადის (სამცხე-ჯავახეთი). სვანეთში ეწოდება ლადშაარი, რაჭა-ლეჩხუმში - კაკაბა.