ხიზი
21:54, 6 იანვარი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ხიზი'''</big> ---- # საქონლის ცხიმისა და ნაცრის ნაზავი, რომლითაც ი...)
ხიზი
- საქონლის ცხიმისა და ნაცრის ნაზავი, რომლითაც იცოდნენ ხის ჭურჭლის გახიზვა - წასმა, რათა არ დამსკდარიყო.
- გატეხილი ჭურის/ქვევრის დასაგლესი. დაინაყება კრამიტის ნატეხი, გაატარებენ სამტკიცში, შემდეგ ქონში ამოსვრილ ბამბას შეზელენ ამ გამტკიცულში და დაუსვავენ ჭურს გაბზარულ ადგილას. იცოდნენ ქვევრის მთლიანად გახიზვა. ამ ხელობის მხიზავები ერქვათ.
- ნავის გამოსაფენად ნაცრით, ძროხის ან თხის ქონით მომზადებული მასა. სინონიმები: ჭაბი, ჩეჩინა.