გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯღანი

03:37, 12 მარტი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ჯღანი

ჯღანი


  1. უხეში ქალამნის ტიპი: კოხუჯი (ხევი), კვანძური (კახეთი), ჯღანი (ხევსურეთი) - ასეთი ქალამნის ამოსხმის დროს საკერავი თასმა ხელში იგრიხებოდა, რათა ხმარების დროს კოპს მეტი სიმაგრე ჰქონოდა. ერთ თვალში გაყრილი კოპი უკანვე ბრუნდებოდა და კოპები გრეხვით ერთმანეთზე იდებოდა. ერთი კოპი ნაჩვრეტში გადიოდა და ასე მეორდებოდა ქალამნის ამოსხმის დასრულებამდე. გამოჭრილია ხარის ტყავისაგან კალაპოტით. ძირი თასმითაა მოწნული ბანდვით და შიგ უფენია ბალახი სინესტისაგან ფეხის დასაცავად. ჯღანი, რომელიც გვერდებში შვეულადაა ჩაჭრილი, ხევსურეთში ლეკურად ჩაჭრილს უწოდებენ. კახელები კოხუჯს უწოდებდნენ უშნოდ ამოსხმულ, გაცვეთილ და გამხმარ ქალამანს.
  2. გაცვეთილი, დახეული ფეხსაცმელი;

წყარო

  • ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ჯღანი&oldid=8278“-დან