გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ადათი

11:56, 5 ივლისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
რჯულისკაცი - ხევისბერი † ფილიპე ბაღიაური, სოფ. მუქო (ფშავი). რომან დოლიძის ფოტო

ადათი


მამა-პაპისაგან დამკვიდრებული ჩვეულება, სავალდებულოდ მიღებული წესი. ტრადიციულად, ხალხში დამკვიდრებული, ჩვულებითი, დაუწერელი წესები და სამართალი - რჯული ადათი, საქართველოში შეიცავდა საყოფაცხოვრებო წესებს (სტუმარ-მასპინძლობას, თავაზას, პიროფლიანის შესხმას, ქალისა და მოხუცის პატივისცემას და სხვა ზნეობრივ ნორმებს...).

ადათი იყო ადგილობრივი ჩვეულებითი სამართალი - რჯული რომელზე დაყრდნობითაც წყვეტდნენ საზოგადოებრივი ყოფის საკითხებს (თავსისხლი, დაკეჭნა, მიწის საკუთრება, ღალატი, ქალის მოტაცება, პირადი შეურაცხყოფა, ლექსით გასენვა-დაცინვა და ა.შ.).

ადათის მიხედვით ბჭეებს გამოჰქონდათ დანაჩენი (სისხლის საზღაური, მოკვეთა, გარიგება). ხალხური სამართალი იყენებდა დამცველთა ინსტიტუტს (მოწმეების ჩვენება, მიწის ფიცილს, ანალობებს - ანდრეზებს).


ლიტერატურა

გ. ჩიტაია, მასალა ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონისათვის, შრომები ტ. 1, მეცნიერება, თბ.1997 წ., 319 გვ.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ადათი&oldid=1264“-დან