გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გვერგვი

11:28, 18 თებერვალი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გვერგვი

ხატისუღელი

გვერგვი


  1. საახალწლო, სარიტუალო ვაზის ცხრა რქისაგან დაწნული ჩიჩილაკის ატრიბუტი.ზოგჯერ იგი ცალ-ცალკე იდებოდა საახალწლო ტაბლაზე. მას შიგნით ჯვარედინად თხილის ტოტები ჰქონდა ჩამაგრებული და მორთული იყო მარადმწვანე მცენარით. წვერებზე მაგრდებოდა წითელი ვაშლები ან ბროწეულები, რომლებშიც ჩარჭობილი იყო ვერცხლის თეთრი მონეტები. გვირგვინის მსგავსია ჩიჩილაკის კალპი, რომელიც ამავე პრინციპით მზადდებოდა. ორივე სიცოცლის ხის სიმბოლოა (სამეგრელო);
  2. სვანეთში გვერგვი კეთდება თხილის ტოტებისგან და ეწოდება გვირგვედი || გირგვედი;
  3. ხის ან წნელის რგოლი, რომელსაც გადააცვამენ ღობის ორ სარს გასამაგრებლად.
  4. ხატის უღელი, რომელსაც მლოცველი ატარებდა ამა თუ იმ ხატის (სალოცავის) სახელობაზე, როგორც შეთქმულობის ნიშანს. მზადდებოდა ლითონისგან (რკინა, ბრინჯაო) და წნელებისგანაც წნავდნენ (წირხ - სვან. ღვლეჭი - იმერეთი, ლეჩხუმი).