გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ზღურბლი

09:17, 12 მარტი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ზღურბლი


  1. კარის ქუსლის დასადგმელი ადგილი (სუხან-საბა);
  2. კარის ქვეშ გასასვლელზე დადებული დირე, სახლის აუცილებელი ნაწილი, გარედან შესასვლელი, გამყოფი ადგილი. ზღურბლზე მდგარი კარი არც გარე, არც შიდა მხარეს არ ეკუთვნის. ამიტომ, ხალხის რწმენით, იგი მოსარიდებელი ადგილია. მასზე გადაბიჯება მიპატიჯების გარეშე არ შეიძლება. ზღურბლზე მდგარი კაცისათვის არ შეიძლება ხელის ჩამორთმევა და ლაპარაკი. ზღურბლის გადალახვა ადამიანის მდგომარეობის შცვლაა. ერთი ყოფიდან მეორე ყოფაში გადასვლის, ადამიანის ფერისცვალების სიმბოლოა. სინონიმი: კარაბა. იხ.: აგრეთვე: ლაგაგი.