გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თათარა

09:19, 12 იანვარი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
თათარა

თათარა


ყურძნის წვენისა და პურის ფქვილის ნადუღი ტკბილეული, რომელშიც ჩურჩხელებს ავლებენ; ნუგბარი (შდრ.: დასავლეთ საქართველოს ფელამუში)

მასალა

  • 3 ლ ყურძნის წვენი
  • 300 გ ფქვილი


მომზადების წესი

ახლად დაწურული ყურძნის წვენი ადუღეთ განახევრებამდე (მიიღებთ ბადაგს). გააგრილეთ და გადაწურეთ. პურის ფქვილი გახსენით მცირეოდენ ბადაგში, დანარჩენი წვენი დადგით ასადუღებლად. სანამ ადუღდება, დაუმატეთ წვენში გახსნილი ფქვილიანი მასა და განუწყვეტლივ ურიეთ. თათარა ადუღეთ მანამ, სანამ არ შესქელდება და ფქვილის სუნს არ დაკარგავს. ცეცხლიდან გადმოდგმამდე მუდმივად ურიეთ ხის კოვზით, რომ არ მიიწვას.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=თათარა&oldid=6719“-დან