გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თოხი

21:02, 13 სექტემბერი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თოხი


მიწის დასამუშავებელი, ხის ტარზე წამოცმული, რკინის ბრტყელპირიანი იარაღი. საქართველოში გვხვდება ადრებრინჯაოს ხანიდან და ძირითადად ორი სახეობის თოხი იხმარებოდა: მხრებდაქნილი (იმერული) და ბრტყელი, ოთხკუთხა (ქართული). თოხის ყუა სამგვარია: მრგვალი, ოვალური, ოთხწახნაგოვანი. მისი ტიპებია: ქარჩი - ახოს თოხი, ალია თოხი - სიმინდის გასათოხნად, თოხ-წერაქვი || თოხ-წალკატი და კომბინირებული თოხ-წერაქვი - მოსაძირკვავად. ბართოხა - იხმარება უხნავ ადგილებში, თოხი პირბასრი (ჩეკი, აწირკანი, წალკატი, ბარჯუკი, ჩენგი, აჩაგა, კეკო) ნიადაგის პირველადი დამუშავებისათვის, თოხი ფართოპირიანი (ოკრიბულა, ლაბარჯი, იმერული თოხი, ჩაღათოხი) - გათოხვნისა და მარგვლისათვის. თოხი გამოიყენებოდა ახოს აღებისას მოხნული ბელტების დასაშლელად, სიმინდის, ლობიოსა და სხვა სამეურნეო კულტურების გასათოხნად და სხვა. მისი საშუალებით სრულდება მარგვლითი სამუშაოები: ხნულში თესლის მიბარება, ხნულის დაფშვნა და ა.შ. იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულეისთვის კეთდება, მჭედელი შესაფერისი ზომა-წონისა და ფორმის რკინის თოხს გამოჭედავს.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=თოხი&oldid=11925“-დან