გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კვარი

03:33, 1 მარტი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ცეცხლის დასანთები კვარი
მეგრული კერძი კვარი

კვარი


1. ფიჭვის ან ნაძვის ფისიდან ანახეთქი; ფიჭვის ან ნაძვის წებოვანი გამონადენი. იწვის სანთელივით. გამოიყენება ცეცხლის დასანთებად;


2. მეგრული კერძი:

მასალა:

  • ფქვილი - 500 გ
  • რძე - 1 ჭიქა
  • მარილი - 1 მწიკვი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • სულგუნი - 500 გ
  • კარაქი - 50 გ
  • არაჟანი - 200 გ
  • აჯიკა - 1 ჩ/კ

მომზადების წესი:

რძეში ავთქვიფოთ კვერცხი. ფქვილს მოვაყაროთ მარილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ელასტიური, რბილი ცომი. ცომს გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ. სულგუნი გავხეხოთ, ხელით შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და მოვამზადოთ პატარა ყველი ბურთები. ცომი გავაბრტყელოთ, ჭიქით გამოვჭრათ რგოლები. ჩავდოთ ყველის ბურთულები, მოვუკრათ პირი. ხელით გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა. მოვხარშოთ მარილიან წყალში.ზემოდან მოვასხათ გაზზე გამდნარი კარაქი. არაჟანს შევურიოთ აჯიკა.

მივირთვათ კვარი ცხარე არაჟნის სოუსთან ერთად.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=კვარი&oldid=7709“-დან