გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ნათლისღება

17:26, 22 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''ნათლისღება'''</big> ---- ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმ...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ნათლისღება


ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია (6) 19 იანვარს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

"ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს" (კირილე იერუსალიმელი).

ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ".