გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

პირიმზე

07:04, 30 აგვისტო 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Pirimze.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>პირიმზე</small></c...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
პირიმზე

პირიმზე


  1. ქართველ მთიელთა მითოსური ღვთაება - ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებელი ღვთიშვილი (ხევსურეთი, მთიულეთი);
  2. პირიმზე ფუძის ანგელოზი - გუდამაყრელთა საერთო სალოცავი;
  3. სათესი კულტურებისათვის საჭირო მზიანი ადგილების სახელწოდება ქიზიყსა და თუშეთში;
  4. (ლათ. Diphelypaea coccinea) ბალახოვანი მცენარე კელაპტარასებრთა ოჯახისა. პარაზიტია, მეტწილად გვირილებზე და რთულყვავილოვანთა ოჯახის სხვა მცენარეებზე სახლობს. მისი ფოთლები დაკნინებულია და ღეროს ქვედა ნაწილში გადაქცეულია ყავისფერ ქერქლებად, ფესვები კი — მისაწოვრებად. 15-40 სმ სიმაღლის ჩხირის მსგავს და ამართულ დაუტოტავ ღეროზე ყოველთვის მზისკენ მიმართული მხოლოდ ერთი ლალისფერი ყვავილი ზის. გავრცელებულია ქართლსა და კახეთში, მთის ქვედა სარტყლიდან შუა სარტყლამდე. გვხვდება კლდეზე, ველზე და ზოგჯერ ბუჩქნარებში. თბილისის მიდამოებში ჩიბუხას ეძახიან.