გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სადიაცო

12:20, 12 სექტემბერი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: link= <big>'''სადიაცო'''</big> ---- # საცვლების ზემოდან ჩა...)

Sadiatso.jpg

სადიაცო


  1. საცვლების ზემოდან ჩასაცმელი კაბა, იგივეა რაც ჩოფის ძველაი (ხევსურეთი);
  2. ხევსურული ტანსაცმლის ნაწილი, ქალის ზედა ტანსაცმელი. მზადდებოდა ადგილობრივი შალისაგან (იხ.: ტოლი). აქვს უბე-კალთა და ზურგნი. გვერდებში აზღოტები. კაბის სიგრძეს კოჭებამდე აგრძელებს ქოქომონი. სადიაცოს გულისპირი მარცხნივაა ჩაჭრილი, მარჯვნივ დარჩენილ ნაწილს ფარაგა ეწოდება და იკვრება ღილ-შატით. საკინძის ჩაყოლებაზე ნაქარგს ზიკი და სამწყვეტლო ჰქვია. მათ გარშემო შემოუყვება ზოლებად ნაქსოვი ჭრელა. სადიაცოს დიდი ნაწილი მოქარგულია შალის ფერადი ძაფებით და დაკრული აქვს ვერცხლის სამკაული. სადიაცო ხევსური ქალის "სანამუსო" სამოსი იყო და შვილის გაჩენამდე გულისპირი გაუხსნელი უნდა ყოფილიყო. გლოვის დროს სადიაცო უკუღმა ეცვათ, რათა სამხიარულო ჭრელები დაეფარათ. სადიაცო ქალის ტანსაცმელია ჩოფა ან ჩოფის ძველაი - ტილოსაგან შეკერილი კვართისებური კაბა.